უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ ძალაში შევიდა. მათ შორის არიან ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის თანამოაზრეებიც.

შეზღუდვები დაწესებულია 185 უცხოელზე, ძირითადად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე. სიაში ასევე მოხვდა რუსეთში რეგისტრირებული 181 კომპანია.

შეზღუდვები მოიცავს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, რესურსების ტრანზიტს, ფრენებს და ტრანსპორტირებას უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ლიცენზიების გაუქმებას ან შეჩერებას და პრივატიზაცია/ლიზინგის მონაწილეობაში აკრძალვას.

განკარგულებით ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლს ეკისრება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები