საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატში მე- 3 საპრიზო ადგილი მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მან გუნდის წევრებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდი ანგარიშით - 14:12 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. დუბაის საერთაშორისო ტურნირი "დუბაის შვიდკაცა“ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 32 გუნდი მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები