განათლების სამინისტროსთან პედაგოგების აქცია იმართება

განათლების სამინისტროსთან პედაგოგების აქცია მიმდინარეობს. მასწავლებლები დირექტორის არჩევის წესის ცვლილებას უკვე მე-6 დღეა, აპროტესტებენ.

პედაგოგ მაია ეკალაძეს, რომელმაც 3 დღე იშიმშილა და 6 დღეს ღია ცის ქვეშ ათენებდა, სოლიდარობას სხვა საჯარო სკოლების პედაგოგებიც უცხადებენ.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება სხვა ფორმებით.

"ჩვენდა სამწუხაროდ, ადამიანი თურმე არაფერი ღირს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და კიდევ უფრო მეტმა სასოწარკვეთამ შემიპყრო, სიმართლე გითხრათ. კიდევ უფრო საშიშად არის მდგომარეობა, ვიდრე ჩვენ გვეგონა მანამ, სანამ ამას გავაკეთებდით და მე საპირისპიროში მინდოდა დარწმუნება. ამაში დარწმუნება ნამდვილად არცერთს არ გვინდოდა. პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ეს წარმოუდგენელია, ეს დაუშვებელია. რანაირად შეიძლება მუშაობდე ბავშვებთან ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, აბსოლუტურად ყრუ კედელს აწყდებოდე, აბსოლუტურად სამართლიანო მოთხოვნები გქონდეს. არც, ასე ვთქვათ, ტრადიციული ფორმით და არც ხმამაღლა არავის არაფერი ესმოდეს, ეს არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი. შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდება. გაგრძელდება სხვა ფორმებით და უამრავ სიურპრიზს ვპირდებით ყველა გამყალბებელს, ყველა ადამიანის უფლებების დამრღვევს. ნამდვილად არ მოვასვენებთ, არცერთი გზით და არცერთი მეთოდით, რასაკვირველია კანონიერების ფარგლებში. ყველა ადამიანს ველოდებით აქ, მათ შორის, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს. თქვენ გაქვთ უკვე ინფორმაცია და გააკეთეთ განცხადებები", - აცხადებს ეკალაძე.

უახლესი ამბები