NDI - გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კითხვა დაისვა, რომ საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს და რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 13%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. 6%-მა არ იცის. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა, სხვა პარტიები ერთად კი გამოკითხულთა 12 %-მა.

მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

კვლევის მიხედვით, უმცირესობათა დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობა უარს ამბობს უპასუხოს პარტიების შესახებ კითხვას.

კვლევაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები