"დადიანი პროდაქშენი" პიარის და მარკეტინგის სფეროში პირველი კომპანიაა, რომელიც ინტეგრირებული ვებგვერდით მომხმარებელს სერვისის ონლაინ შერჩევას და ყიდვას სთავაზობს

პიარ, მარკეტინგული, საკონსულტაციო და ივენთ კომპანია "დადიანი პროდაქშენის" ინტეგრირებული ვებგვერდი ჩაეშვა (www.dadianiproduction.ge). დღეიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს შეეძლებათ დისტანციურად, პირდაპირ ვებგვერდიდან მარტივად გააკეთონ განაცხადი, იყიდონ კომპანიის მომსახურება და გადაიხადონ ვებგვერდში ჩაშენებული "საქართველოს ბანკის" მარტივი და უსაფრთხო გადახდის სისტემით.

დადიანი პროდაქშენი ამ სფეროში პირველი კომპანიაა, რომელიც მსგავს სერვისს ნერგავს და ონლაინ გაყიდვების ბაზარს ითვისებს.

"ონლაინ გაყიდვების მიმართულებით მზარდი ტენდენციებია, ამიტომაც გადავწყვიტეთ მომხმარებელს შევთავაზოთ ონლაინ მარტივი მომსახურება და გადახდის სისტემა.  მსგავსი სერვისი საქართველოში ჩვენს კონკურენტ კომპანიებს არ აქვთ, დაარსების დღიდან ვცდილობთ ინოვაციური სერვისები დავნერგოთ და მაქსიმალურად გავუმარტივოთ მომხმარებელს ყველა პროცესი. მოგეხსენებათ ჩვენი სფერო სპეციფიკურია, პროექტების სირთულის მიხედვით განისაზღვრება ინდივიდუალური ფასები, მაგრამ მიუხედავად ამისა მომხმარებელს კონკრეტულ მომსახურებაზე ფიქსირებული ფასის ონლაინ გადახდის საშუალებას ვთავაზობთ. მაგალითად კომპანიას შეიძლება სჭირდებოდეს ფოტოგრაფი, კლიპის გადაღება მარკეტინგული მასალების დამზადება, სტრატეგიის შექმნა - ის ჯავშნის, იხდის ჩვენი საიტის მეშვეობით და მცირე დროის ხარჯვით იღებს მაქსიმალურ შედეგს“, - აცხადებენ კომპანიაში.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ეს პროექტი კომპანიას ხელს უწყობს მომსახურება გადავიდეს ონლაინ შეკვეთებზე, რითაც დაიზოგება დრო, მომხმარებელი კი ონლაინ მიიღებს მომსახურების სრულფასოვან აღწერას, მსგავსი შესრულებული პროექტებითა და ვიზუალიზაციით. ვებგვერდი აღჭურვილი იქნება ონლაინგადახდის ფუნქციონალით, რაც იმას ნიშნავ იმას, რომ ელექტრონულად ანგარიშსწორების ოპერაციები განხორციელდება შეუფერხებლად, დაყოვნების გარეშე.

"მადლობა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას, სწორედ მათ მიერ გამოცხადებულ პროექტის ფარგლებში დაგვიმზადა ვებგვერდი, რომელმაც დანერგა ჩვენი მომსახურების ონლაინ შესყიდვის სერვისი, რაც საშუალებას მოგვცემს დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღოთ შეკვეთა და გავწიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია „დადიანი პროდაქშენი“ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის გამარჯვებული მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდა.

"დადიანი პროდაქშენი“ სამეგრელოს რეგიონში პირველი მარკეტინგული, პიარ და ივენთ კომპანიაა. „დადიანი პროდაქშენი“ ბაზარზე მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა. კომპანია იკავებს მარკეტინგის, პიარის და ღონისძიებების ორგანიზების ნიშას – სამეგრელოს რეგიონში. „დადიანი პროდაქშენმა“ სექტემბრიდან უკვე დაფარა სხვა რეგიონებიც. კომპანია სპეციალურ ფასად სფეროში არსებულ მაღალ მოთხოვნად კადრებთან თანამშრომლობს და დამკვეთს ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა სახის მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიის მომსახურების სფეროებია: სოციალური მედიის მართვა, კონტენტის შექმნა, სოციალური მედიის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შედგენა;

მედია მომსახურება: სატელევიზიო, ვებპლატფორმის და რადიო მასალებისა და სარეკლამო მასალების დამზადება (იდეის შემუშავება, გადაღება, გავრცელება);

პრესკონფერენციის, ფორუმის, ოფიციალური ღონისძიებების მოწყობა;

კომპანიის ბრენდინგი;

ფოტო, ვიდეო და აეროგადაღების კამერის მომსახურება (გადაღება/მონტაჟი);

დოკუმენტური ფილმების გადაღება (სცენარის შექმნა, დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი, პრომოუშენი);

კომპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, პიარ გეგმის შემუშავება, კამპანიების დაგეგმვა, პროექტების წერა და შემუშავება;

მარკეტინგული მასალების  დამზადება;

ივენთების მოწყობა, ღონისძიებების კვებითი მომსახურება.

უახლესი ამბები