პარტია "საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

თბილისის საკრებულოს სხდომა პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"მოგესალმებით და ყველას გილოცავთ ისტორიულ დღეს - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ოფიციალურად მიღებას, რაც ქართველი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი წინაპრების დამსახურებაა!

დღეს ზეიმის დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მერის მიმართ არაერთი მწვავე და კრიტიკული კითხვა გვაქვს, მიგვაჩნია, რომ დღეს ამის დრო არ არის!

ბატონო კახა, თქვენ, რა თქმა უნდა, შეგეძლოთ, ისე როგორც გასულ წლებში, სხვა დრო შეგერჩიათ თქვენი ანგარიშისთვის, მაგრამ ეს ისტორიული დღეც თქვენი პიარტექნოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენეთ.

ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გადადოთ კითხვა-პასუხის ფორმატი და თუ მართლა გსურთ ჩვენი კითხვებისა და თქვენი წარუმატებელი მერობის შეფასების მოსმენა, სხვა დროს მობრძანდეთ საკრებულოში.

ჩვენ კი ამ ისტორიული დარბაზიდან კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ დღეს, ვტოვებთ სხდომას და ვუერთდებით ჩვენს მოქალაქეებს საყოველთაო ზეიმში!

ჩვენი გუნდის ევროპული მისწრაფების ნიშნად და ნიშნად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რაც უპირველესად კორუფციასა და არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაზე გადის, ჩვენს ადგილებზე ვტოვებთ ევროპის დროშას, როგორც საქართველოს უალტერნატივო მომავლის სიმბოლოს!

დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები