ოკუპანტების მიერ მოკლული თემურ კარბაია დღეს გალში დაკრძალეს

ოკუპანტების მიერ მოკლული 43 წლის თემურ (ვიტალი) კარბაია ოკუპირებულ გალში დღეს დაკრძალეს.

მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა.

"დღეს აფხაზეთში, გალში - სოფელ წარჩეში მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების - ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება", - წერს მოძრაობა.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სუსში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ ადასტურებენ მისი უკანონოდ დაკავების მცდელობას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები