პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა.

"გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული  2 000 000 ლარიდან  900 000 ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა.

ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, აღნიშნულის მოსაგვარებლად, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 000 ლარი ჩაარიცხვინეს. 

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ე.ი. იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

უახლესი ამბები