გიორგი გახარია - ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიიდან ისე შემოიყვანა ოჯახები საფლავების მოსანახულებლად, რომ არავის არაფერი უთხრა

დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიიდან ისე შემოიყვანა ოჯახები საფლავების მოსანახულებლად, რომ არავის არაფერი უთხრა, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ კახეთში, რეგიონულ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ისეთი კეთილია, მოვა და რაღაცას გაჩუქებს, ცდება! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! მარტივ მაგალითს გეტყვით: ჩვენს მთავრობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისე რომ არაფერი უთქვამს, წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ვლადიკავკაზიდან, თრუსოს ხეობით შემოყვანილი ჰყავს ოჯახები, თავიანთი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად. პატრიოტები თუ არიან, ამდენი ქართველი რომ ვერ გადადის საკუთარი შვილის და მშობლების საფლავების მოსანახულებლად, რატომ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას? რატომ არ უცვლიან ამას იმაში, რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც შეძლონ სამაჩაბლოში თავიანთი მიცვალებულების საფლავებზე მისვლა? თუ დათმობაზე მიდიხარ და ამათ ჰუმანიტარული მიზნებით უშვებ ქვეყანაში, შენ რატომ არ სარგებლობ ამით? სხვათა შორის, რომ გესმოდეთ, ეს უზარმაზარი რისკია საქართველოსთვის, რადგან სამაჩაბლოში ვითომ აღმოჩენილი აქვთ, რაღაც ფეიკი რუკები და პრეტენზიას აცხადებენ  დამატებით ტერიტორიებზე, მათ შორის, თრუსოზეც. ეს ხალხი ისე შემოუშვეს თან, კაციშვილმა ვერ გაიგო! როცა დეპუტატებმა კითხვა დასვეს, გაისუსნენ, სანამ იქიდან ოსებმა პირდაპირ არ დადეს ვიდეოები, როგორ იყვნენ შემოსულები და როგორ ამბობდნენ სადღეგრძელოებს თავისი წინაპრების საფლავებზე. ჰუმანიტარული ნაბიჯი იყო?! მაშინ ჩვენც შეგვიშვან! თუ, ქართველების საფლავები სამაჩაბლოში საფლავები არ არის?! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა! ცალმხრივ დათმობებს ისინი სისუსტის ნიშნად აღიქვამენ და უარესად მოგაჭერენ წიხლს", - განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად კახეთის რეგიონულ აქტივს და ადგილობრივ მოსახლეობას სხვა ლიდერებიც შეხვდნენ: რეგიონული მდივანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი  შალვა კერესელიძე,  პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, პარტიის  საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული, პარტიის ახალგაზრდული ფრთისა და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

"გიორგი გახარია საკუთარ გუნდთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. შეხვედრების მიზანი ქვეყანაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების განხილვაა. კახეთში შეხვედრებისას საუბრები შეეხებოდა პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები