კოლომინა - თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, ნატოს ექნება შესაძლებლობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ

სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატოს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის, როცა ვხედავთ რუსეთის მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის ნატოს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, ნატოს ექნება შესაძლებლობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება.

შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში, ნატოს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში, ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია ნატოსთვის. ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ როგორც ნატოს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში", - აცხადებს ხავიერ კოლომინა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

უახლესი ამბები