ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ მამაკაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა.

35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ის კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომელი იყო და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.

"მაგთიკომი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახმეტაში  შენობის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც ემსხვერპლა ჩვენი თანამშრომელი - ბერდია წითელაური.

თანავუგრძნობთ მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. კომპანიის თანამშრომლებისთვის მძიმე ტრაგედია და დანაკლისია კოლეგისა და მეგობრის ტრაგიკული გარდაცვალება", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.