უკრაინა მასიური თავდასხმის ქვეშ - რა არის ცნობილი ამ დროისთვის

რუსულმა ჯარებმა 2 იანვარს გამთენიისას უკრაინის რაკეტებით შეუტიეს. კიევზე და ხარკოვზე უკვე განხორციელდა მასიური თავდასხმა, აფეთქებები ისმის სხვა რეგიონებშიც.

16-მა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა Ту-95 ТС ათობით რაკეტა გაუშვა, ფრთოსან რაკეტებთან ერთად ოკუპანტებმა გამოიყენეს ჰიბერბგერითი რაკეტა "კინჟალი", ძლიერი აფეთქებებია კიევში, შეფერხებებია დენის და წყლის მიწოდებაში, დაზიანებულია გაზსადენიც.

ხარკოვში აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი, არიან დაშავებულები. აფეთქებები ისმის კროპივნიცკიში.

კიევში ამ დროისთვის 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.

რაც შეეხება ხარკოვს, დაშავებულია 41 ადამიანი, ერთი დაიღუპა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის განცხადებით, სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია.

"შეტევები გრძელდება მტრის მიერ. ასევე არის "კალიბრის" გაშვების ალბათობა. დღევანდელი თავდასხმის დროს მტერი იყენებს სხვადასხვა ტიპის იარაღს და თვითმფრინავს, საიდანაც ისინი რაკეტებს უშვებენ", - განაცხადა იგნატმა.

ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთს დრონებით შეუტიეს. სამხედროების ცნობით, გუშინ საღამოდან რუსებმა უპილოტო თვითმფრინავები ორ ტალღაში, სამ საათზე მეტი პაუზით გაუშვეს. პირველი ტალღა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, მეორე - ზედიზედ ხუთ საათს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 "შაჰიდი" ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები