ეროვნულმა ბანკმა "ლიბერთი ბანკი" 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ლიბერთი ბანკი" 75 000 ლარით დააჯარიმა. ბანკს ჯარიმა AML/CFT (ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის) ზედამხედველობის ფარგლებში დაეკისრა.

ბანკის დაჯარიმების მიზეზებად სახელდება:

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 7 შემთხვევის გამო;

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის მოთხოვნების 1 კლიენტთან მიმართებით დარღვევის გამო (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);

"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის ხარვეზებით ფუნქციონირების გამო;

1 კლიენტთან მიმართებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო.

მსგავსი სიახლეები