თიბისის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თიბისის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ დაადასტურა, რომ იარაღი, რომელიც ბრალდებულს ჰქონდა, ნამდვილი არ იყო.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 თებერვალს გაიმართება.

გამოძიების თანახმად, 3 იანვარს თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და მიიმალა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები