საგარეო უწყება - არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნომერს და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე. გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს  ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება მიმართავს ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ ცალკეული  პოლიტიკური ძალები ამჯერადაც  ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება", - აღნიშნულია განცხადებაში.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები