ბაიდენი - თუ რესპუბლიკელები უკრაინას დახმარებას არ გაუწევენ, ბევრის გადახდა მოუწევთ

თუ რესპუბლიკელები უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევენ, ბევრს გადაიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"თუ ჩემი კოლეგა რესპუბლიკელები არ დააფინანსებენ უკრაინას, მათ მოუწევთ ბევრი გადაიხადონ”, - აღნიშნა მან.

რამდენიმე თვის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა გამოეყო 100 მილიარდი დოლარი ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებისთვის. პაკეტი მოიცავს 60 მილიარდ დოლარზე მეტ ახალ დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად.

კონგრესში რესპუბლიკელებმა უარი თქვეს ამგვარი ინიციატივის მხარდაჭერაზე. ისინი ითხოვენ, რომ პაკეტი შეიცავდეს უფრო მკაცრ ზომებს მექსიკასთან საზღვრის დასაცავად.

თვეზე მეტია, კონგრესი ცდილობს შეთანხმებას ისეთ ზომებზე, რომ პაკეტი დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები