გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ.

კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ექნება მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე შეეხება ჩხრეკის ჩატარებას. მაგალითად, ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

მისი თქმით, კანონი ასევე დაეხმარება ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები