რატი ბრეგაძე - ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე, შემდგომში საკანშიც

მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი არის მარტო და ფაქტობრივად, სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოება.

"აქვე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. დღეის მდგომარეობით, მას ჰყავდა 3 000 ვიზიტორი, არასრულ ორწელიწად-ნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო, როდესაც ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად, რანაირად არის მარტო? თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ ვინმე სხვა პატიმარს. ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე, შემდგომში საკანშიც, თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო და ამით, ვფიქრობ, ყველაფერს პასუხი გაეცა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები