სლოვაკეთის პრემიერი - სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? იქ აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებაა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "ნორმალურია".

ფიცოს ჰკითხეს, უკეთესი იქნებოდა თუ არა კიევში წასვლა, რათა უკეთ გაეგო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ, რომელიც უკვე მეორე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, ფიცომ ომს "ლოკალური კონფლიქტი" უწოდა.

"სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? ალბათ, ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება. რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე? მე ვერ ვხედავ განსხვავებას“, – განაცხადა სლოვაკეთმა პრემიერმა.

რობერტ ფიცოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეხვედრა უჟგოროდში ხვალ გაიმართება.

რუსი ოკუპანტები უკრაინას 23 იანვრის ღამეს და დილით ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგ ჯერზე დაესხნენ თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 41 რაკეტიდან 21-ის განადგურება მოახერხეს.

თავდასხმა მოხდა კიევზე, ხარკოვზე, პავლოგრადსა და სხვა ქალაქებზე. ცნობილია დაშავებულების და დაღუპულების შესახებ, ქალაქებში დაფიქსირდა ხანძარი და ნგრევა.

უახლესი ამბები