ჰერჩინსკი - მზად ვართ, ვიმუშაოთ მომავალ მთავრობასთან, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე

რაც არ უნდა გადაწყვიტონ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან. გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მოუთმენლად ველოდები მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალ მთავრობასთან.

ვიცი, რომ დღეს იქნება გარკვეული განცხადებები, მიმდინარეობს პროცესი პარლამენტში, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები