ბექა ლილუაშვილი - 12 წლის შემდეგ ხელში შეგვრჩა "ოცნების" მატყუარა საპატიო თავმჯდომარე და ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება"

12 წლის შემდეგ ხელში შეგვრჩა "ოცნების" მატყუარა საპატიო თავმჯდომარე და ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

"დღეს "ოცნება“ გაფორმდა მატყუარა პოლიტიკურ ძალად, რომელმაც უღალატა 2012 წელს ქართველი ხალხის ოცნებას.

30 დეკემბრის ივანიშვილის ტყუილის შემდეგ, დღევანდელ პარტიის ყრილობაზე გააგრძელეს საკუთარი ხალხის მოტყუება და ერთმანეთის მოტყუებაც: თითქოს, ღარიბაშვილი თავისი ნებით გადადგა, თითქოს ღარიბაშვილი ძმურ თანადგომას ჰპირდება კობახიძეს, თითქოს ხელისუფლებაში ყოფნიდან მე-12 წელს გაახსენდათ „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო დამარცხება იმ ხალხით, ვინც ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ და ვინც 2012 წელს ქართველის ხალხის ოცნების წინააღმდეგ იბრძოდა.

საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წლის შემდეგ, ხელში შეგვრჩა "ოცნების“ მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე, მატყუარა პრემიერობის კანდიდატი - ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“.

ეს ყველაფერი სიტყვების თქმის გარეშეც, პირდაპირ იკითხებოდა მათ სახეებზე.

2024 წლის არჩევნებზე, ეს ნეონაცური „ოცნების“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დახმარებით გვაქვს გასაფორმებელი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები