ნინო წილოსანი - ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.

მისი თქმით, ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ.

"ირაკლი კობახიძემ როგორც სამთავრობო პროგრამაში, ასევე მის გამოსვლაშიც ძირითადი აქცენტები გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, ჩვენს დებზე და ძმებზე - აფხაზებზე, ოსებზე, ამიტომ, თავისთავად საოკუპაციო პოლიტიკის განმუხტვა და რეალური პოლიტიკის გატარება მისი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება. ოპოზიციას ვერ ვუპასუხებ ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ მათი ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ. მხოლოდ და მხოლოდ ამ ხაზთან ჩასვლით ვერანაირ საქმეს გააკეთებენ. ამიტომ, კონცენტრირდნენ საქმეზე და არა პიარულ და პოპულისტურ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები