ნინო წილოსანი - ქართული ხორბალი მისი უნიკალურობიდან გამომდინარე სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ

"ქართული ხორბალი უნიკალურია - თავისი ისტორიით, ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებით, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებში გამოყენების უწყვეტობით. მას საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში ხორბლის სხვადასხვა სახეობას შორის და ის ბევრი სხვა ჯიშის მიღების საფუძველიც გახდა. ვფიქრობ, სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე ქართული ხორბალი სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამ მიზნით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ. ეს კონფერენციაც მისი პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე -  „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ სიტყვით გამოსვლისას.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართული ხორბლის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, 5-6 თებერვალს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით იმართება. მასში მონაწილეობას 6 ქვეყნიდან 80-მდე მეცნიერი იღებს.

კონფერენცია გახსნა და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

"საქართველოში ხორბალს ვაზთან ერთად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველო აღიარებულია ხორბლის ევოლუციისა და წარმოშობის სამშობლოს ცოცხალ მუზეუმად“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

მისი თქმით, ხორბლის ქართული ენდემური სახეობებისა და ჯიშების დაცვას და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სახელმწიფო ამ მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებს.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს: მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დავით-აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანმა თინათინ სადუნიშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში  რაიმუნდ იელემ და სხვა.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებამ და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანმა სამიწათმოქმედო კულტურამ, ქართული ხორბლის დიდი მრავალფეროვნება განაპირობა. მსოფლიო მასშტაბით, დღეისათვის აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, საიდანაც 5 სახეობა ენდემურია.

2018 წელს „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შევიდა. გარდა ამისა, დაწყებულია ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში შეტანის სამუშაო პროცესიც.

კონფერენციაზე ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში  მოისმენენ მოხსენებებს ქართული ხორბლის მოყვანისა და გამოყენების უწყვეტი ტრადიციის თაობაზე, ასევე ქართული სამიწათმოქმედო კულტურის, ხორბლის წარმოებისა და პურის ცხობის უძველესი ტრადიციების თანამედროვე განვითარების, ყოფაში გამოყენებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები