ბექა ლილუაშვილი - გაუგებარია, რა შედეგებზე უნდა გავიდეს პლატფორმა, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია უარს აცხადებს მონაწილეობაზე

გაუგებარია, რა შედეგებზე უნდა გავიდეს პლატფორმა, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია უარს აცხადებს მონაწილეობაზე, - ამის შესახებ პარტია  "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

"ეს ინიციატივა გაჟღერდა ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად და ძალიან არაცხადია, საერთოდ რას ითვალისწინებს მსგავსი ფორმატი, ითვალისწინებს ერთი მხრივ, წინასაარჩევნო საკითხებზე მუშაობას, ქმედუნარიანობის ნაწილში ისმება კითხვები - გაუგებარია, რა შედეგებზე უნდა გავიდეს პლატფორმა, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია უარს აცხადებს მონაწილეობაზე, კითხვის ნიშნები არსებობს და მკაფიოდ ვიტყვი, რომ ერთადერთი კომპრომისი, რის გამოც ჩვენ სამუშაო ფორმატებშიც ვმონაწილეობთ იმ ძალასთან ერთად, რომელიც მაგალითად, კანდიდატის სტატუსის საკითხს ძირს უთხრიდა და განფასებას უკეთებდა, ამას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემით, ენმ-ს ვგულისხმობ, ერთადერთი კომპრომისი, რის გამოც ამ ფორმატში ამ ძალასთან ერთად ვართ, არის ის, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ მოედანზე ვამხილოთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ რეალური სახე, რომ ისინი არაფრის გამკეთებლებიც არ არიან", - განაცხადა  ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები