შოლცი - პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვაშინგტონში ვიზიტის დაწყებამდე მოუწოდა მოკავშირეებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას.

"ახლა არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა, კერძოდ, ვიმუშაოთ ერთად, რათა უკრაინას მივცეთ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და ამავე დროს გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო სიგნალი ვლადიმერ პუტინს“, - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, სიგნალი პუტინისთვის არის ის, რომ ევროპა უკრაინას კიდევ დიდხანს დაუჭერს მხარს.

"სიგნალი არის ის, რომ მას არ შეუძლია ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება, ის საკმარისად დიდხანს გაგრძელდება და საკმარისად დიდი იქნება. ეს გზავნილი ერთად უნდა იყოს გადმოცემული უახლოეს დღეებში და კვირებში", - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინა ნამდვილად იცავს თავს ყველაფრით, რაც აქვს და იმისათვის, რომ კიევმა, გააგრძელოს ეს, მას მხარდაჭერა სჭირდება.

"ის, რაც აქამდე იყო დაპირებული ევროპაში და ის, რაც ასევე იყო დაპირებული აშშ-ის კონგრესის რეზოლუციებში, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზა მეტის გასაკეთებლად.

გერმანიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, თუ ყველგან არ იქნება საკმარისი მხარდაჭერა", - განაცხადა შოლცმა. 

უახლესი ამბები