რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე სროლის შედეგად წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანია მოკლული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ბიძა და კიდევ 3 ადამიანი მოკლა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.