პუტინი - პოლონელებმა აიძულეს ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომი დაეწყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 1939 წელს პოლონეთმა ადოლფ ჰიტლერს ომის დაწყება "აიძულა".

ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა გაიმეორა ძველი პროპაგანდისტული თეზისები, თუმცა ამჯერად ღიად გაამართლა ნაცისტური გერმანიის ქმედებები.

”პოლონელებმა აიძულეს ჰიტლერი დაეწყო მეორე მსოფლიო ომი. რატომ დაიწყო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთთან? ჰიტლერს არ ჰქონდა არჩევანი“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ინტერვიუში უკრაინასთან ომის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ომი არ დაიწყო, არამედ ამთავრებს მას“. ამასთან, კითხვაზე, მოახერხა თუ არა მოსკოვმა თავისი მიზნების მიღწევა უკრაინაში, მან უპასუხა "არა“.

ასევე, პუტინის მტკიცებით, რუსი ხალხი უფრო მეტს ფიქრობს მარადიულზე, მორალურ ღირებულებებზე.

რუსეთის ლიდერმა Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა არის ხელოვნური სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა სტალინის ნებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები