ორბანი - საუკეთესო პერსპექტივაა, რომ უკრაინა იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.

ორბანის თქმით, ამის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა და ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს.

"ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს მომავალი წევრის პერსპექტივა“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნდა დარჩეს "ბუფერულ ზონად“ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით, მაგრამ არ იქნება ევროკავშირის ან ნატოს წევრი.

"მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა არის რუკაზე იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არ დაეხმარებათ, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატოს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“, – განაცხადა ორბანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები