ნიკა ობოლაძე - რეკომენდაციები შესრულდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება

"ქართული ოცნების“ მიზანი არ არის ევრორეკომენდაციების შესრულება და  ქვეყნის ევროკავშირში შეყვანა. მათი მიზანია, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და აკეთონ ფული, - ამის შესახებ Front News-თან "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაშია და 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ქართული ოცნების“ მიზანი არ არის ევრორეკომენდაციების შესრულება და  ქვეყნის ევროკავშირში შეყვანა. მათი მიზანია, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და აკეთონ ფული.

ევრორეკომენდაციები შესრულდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იქნება დიდი ცვლილებები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება. ჩვენ არ ველით, რომ "ქართული ოცნება“ გადადგამს რაიმე ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას წინ წასწევს ევროპულ გზაზე. ჩვენ  გვჯერა, რომ 2024 წელი ცვლილებების წელი იქნება, რის შემდეგაც საქართველო შევა ევროკავშირში", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ. 

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

"ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისა და პირველი ადგილისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება. მომავალი მთავრობა იქნება დიდი ალბათობით, კოალიციური, "ქართული ოცნება" აღარ იქნება უმრავლესობაში", - განაცხადა ობოლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები