თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს, - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის" ავრცელებს.
"დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.
გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.