გივი მიქანაძე - ამ ადამიანის მხრიდან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მძიმე გარემოში უწევდა ჩვენს საზოგადოებას არსებობა

ნიკა გვარამიას მხრიდან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მძიმე გარემოში უწევდა ჩვენს საზოგადოებას არსებობა და ცხოვრება, როდესაც ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მისი მხრიდან დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაში თავისუფლების პრობლემებია, ან ადამიანის უფლებების კუთხით რაღაც ილახება, ეს მარტივად რომ ვთქვათ, მართლაც ამორალურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განუცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამია  ვერასოდეს ჩამოირეცხავს "ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყს თავისი კარიერიდან, ვერანაირად გაასაღებს თავს ახალ ძალად და ნეიტრალურ მოთამაშედ.

"ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რასაც ჩვენ არაერთი წელია ვამბობთ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს  სასამართლო ხელისუფლება იყო დამონებული, ჯიბის სასამართლო, რომელიც არაფერს წყვეტდა, ისევე, როგორც მედია, რომლის თავისუფლება ფეხქვეშ იყო გათელილი.  ამის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ პერიოდში, როდესაც რუსთავი-2-ის საქმეზე საკითხი იყო დაყენებული, გახსოვთ ნიკა გვარამია რა განცხადებებს აკეთებდა და მისგან გაგზავნილი შესაბამისი განაცხადი სტრასბურგში როგორ დამთავრდა - სტრასბურგმა აღიარა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია და

შეესაბამება იმ მოცემულობებს, რაც კანონის ფარგლებშია დადგენილი.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმაზე, რასაც ნიკა გვარამია ტელეეთერში რამდენიმე დღის წინ საუბრობდა, ძალიან კარგად აკეთებს აქცენტებს და ანალიზს ჩვენი საზოგადოება. იმიტომაც არის, რომ ნიკა გვარამია  ვერასოდეს ჩამოირეცხავს ნაციონალური მოძრაობის იარლიყს თავისი კარიერიდან, ვერანაირად გაასაღებს თავს ახალ ძალად და ნეიტრალურ მოთამაშედ. ამ ადამიანის მხრიდან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მძიმე გარემოში უწევდა ჩვენს საზოგადოებას არსებობა და ცხოვრება, როდესაც ეს ადამიანი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მისი მხრიდან დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაში თავისუფლების პრობლემებია, ან ადამიანის უფლებების კუთხით რაღაც ილახება, ეს მარტივად რომ ვთქვათ, მართლაც ამორალურია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები