ოლეშჩუკი - რუსებს დანაკარგები "ისევ არ აქვთ", დღეს კიდევ ერთი სუ-34 "წარმატებით დაბრუნდა“ ბაზაზე

უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს, ეს დღეს დილით მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

"რუსებს დანაკარგები "ისევ არ აქვთ”. დღეს, დაახლოებით 6:00 საათზე, კიდევ ერთი სუ-34 "წარმატებით დაბრუნდა“ ბაზაზე“, - წერს მეთაური.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს "შაჰედის" ტიპის 12 დრონი და X-59 მართვადი რაკეტა.

17 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს - ორი სუ-34 ბომბდამშენი და სუ-35 გამანადგურებელი.

ოკუპანტები ზარალის დამალვას აგრძელებენ და აცხადებდნენ, რომ ჩამოგდებულია მხოლოდ ერთი თვითმფრინავი და სავარაუდოდ, დანაკარგი არ ყოფილა. საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა აღნიშნა, რომ რუსული სუ-34-ისა და სუ-35-ის მფრინავებმა კატაპულტირება სცადეს, მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსებმა მინიმუმ 335 თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები