ირაკლი ზარქუა - როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება

არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესში ხარ თუ პოლიტიკაში. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, არასწორი ინფორმაციების მიწოდებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათთან დაკავშირებული კომპანია, Lisi Lake Development არასწორი მართვის გამო დაღუპეს. 

"როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია დაღუპეს ამ არასწორი მენეჯმენტის და მართვის გამო. სიცრუე, ორპირობა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში არის დამღუპველი და ამის მომსწრენი ვართ ახლა ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები