"არმიჰოლში" "თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის" კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ დასრულდა. კურსის გამოშვების ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. უწყებათაშორისი პროგრამის მეორე გამოშვების მსმენელებს კურსის დასრულება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და უწყების სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილეებს დიპლომები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო ანალიტიკური ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებს კი, ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

"თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ 2023-2024 სასწავლო კურსი 12 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სასწავლო კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებმა გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების განვითარებას, უსაფრთხოების პოლიტიკასა და სტრატეგიული დაგეგმვის, უსაფრთხოების გარემოს შეფასების, კრიტიკული აზროვნების, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სასწავლო პროცესის განმავლობაში მათ ქვეყნის შიგნით, ასევე, რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებში გაცნობითი ვიზიტების შესაძლებლობა ჰქონდათ.

"ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგად, ნატოს მიერ აკრედიტებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ბაზაზე ჩამოყალიბებული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის ფარგლებში შეიქმნა. პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო ნატოს წევრი ქვეყნების სტრატეგიული დონის სასწავლებლების გამოცდილება.

მსგავსი სიახლეები