ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა

26 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიას დაესწრება და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ისაუბრებს საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე და ქართული მხარის ძალისხმევასა და გადადგმულ ნაბიჯებზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და კოლეგა მინისტრებთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები