ილია დარჩიაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვოლკერ ტურკთან შეხვედრა გამართა .

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა გამოწვევებით სავსე პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას.

"ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა. აღინიშნა გაერო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან“. მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გაერო-ს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში.

შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.

ილია დარჩიაშვილი 26-დან 27 თებერვლამდე ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. 26 თებერვალს მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები