ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას და მსვლელობას მართავენ. მძღოლები, რომლებიც მუშაობისთვის სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ, პროფკავშირებთან ერთად თბილისის მერთან კახი კალაძესთან შეხვედრას და მისთვის მოთხოვნების პირადად გაცნობას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის მიზეზი ტარიფები, ბალანსში შესვლისა და გამოსვლის უფლებებია. 

"დაახლოებით 2014-15 წლიდან ვარ ტაქსის მძღოლი. იქიდან მოყოლებული ბევრი რამე შეიცვალა, რა თქმა უნდა, უარესობისკენ. კარგი მძღოლის მხარეს არაფერი წამოსულა. 

დღევანდელი ვითარებიდან  გამომდინარე, ვაპროტესტებთ ტარიფებს, ვაპროტესტებთ ბასლაინში შესვლის და გამოსვლის უფლებას. იმიტომ, რომ ჯარიმები იწერება უკონტაქტო პატრულის მიერ. 

ვერ ვახერხებთ მგზავრის აყვანა-ჩამოყვანას. რამდენი ხანია, ვცდილობთ უკვე, რომ დავუკავშირდეთ ვინმეს, ვინც ამ უხილავ კომპანიასთან დაგვაკავშირებს, დაგვსვამს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არავინ არ ჩანს, არავინ არ გვეხმიანება, განცხადებაც ჩაბარებულია, მაგრამ პასუხი და ყურადღება არის ნული", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები