გიგი უგულავა - საზოგადოების დაკვეთა ძალიან მარტივია, გამოძებნეთ საერთო ენა, რომ ეს მონსტრი დაამარცხოთ, ვის რაში ანაღვლებს ვინ რომელ სიაში იქნებით

ვის რაში ანაღვლებს ვინ რომელ სიაში იქნებით, ეგ პოლიტიკოსების საქმეა. მე გეუბნებით, რომ დალაგდით, იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვერ მოუგებთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, თვეებია, ყველა ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობს, თუმცა ერთობის ნაცვლად უფრო შორდებიან პარტიები ერთმანეთს.

"საზოგადოების დაკვეთა ახალი პარტიები არ არის, საზოგადოების დაკვეთა ძალიან მარტივია - გამოძებნეთ საერთო ენა, რომ ეს მონსტრი დაამარცხოთ. ვის რაში ანაღვლებს ვინ რომელ სიაში იქნებით, ეგ პოლიტიკოსების საქმეა. მე გეუბნებით, რომ დალაგდით, იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვერ მოუგებთ. ძალა ერთობაშია, ხომ დაგიწერათ ხალხმა ჰიმნზე, მამა რომ კვდება და შვილები ისრებს ცალ-ცალკე ტეხდნენ, ამაზე ხომ გვზრდიდნენ. ერთობა ასე არ ხდება, ყველა, მოდით, გავერთიანდეთ. ნუ იქნებით ოპოზიციის ოპოზიცია, ყველა საუბრობს ერთობაზე და ამ სამი თვის თავზე, როცა გაერთიანების, ტრანსფერის პერიოდი დაიხურა, უფრო შორს არიან იმ ერთობისგან, მანამ ეს საუბარი დაიწყო", - განაცხადა გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები