გიგი უგულავა - თუ ვინმეს ხმა არ აქვს ამოსაღები არაფერზე, ეს არის გახარია

თუ ვინმეს ხმა არ აქვს ამოსაღები არაფერზე, ეს არის გახარია. ყოფილი ხელისუფლება არ არის "ნაციონალური მოძრაობა", ყოფილი ხელისუფლებაა გახარია, რომელსაც ამ ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რეალური კოალიცია არ არსებობს.

უგულავამ ოპოზიციურ პარტიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სანამ ვინმეს "ნაცის" დაძახების კომპლექსი ექნება, მანამდე არაფერი გამოვა.

"რეალური პოლიტიკური კოალიცია ისეთი, როგორიცაა ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ, ხალხმა არ იცის რა არის კოალიცია. იმის მაგივრად, რომ აჩვენებდე, კამათის და ცხვირ-პირის დამტვრევის პარალელურად, შენ შეგიძლია საერთო საქმეზე შეჯერება, როგორ დავიჯერებ, რომ შენ კოალიციას შექმნი. 

თუ ვინმეს ხმა არ აქვს ამოსაღები არაფერზე, ეს არის გახარია. ყოფილი ხელისუფლება არ არის "ნაციონალური მოძრაობა", ყოფილი ხელისუფლებაა გახარია, რომელსაც ამ ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია. 
ნებისმიერ ოპოზიციას სანამ კომპლექსი ექნება, რომ დაუძახებენ ნაცს, მანამდე არაფერი გამოვა. 

ავიღოთ გახარია. 9%-იდან 3%-მდეა ჩამოვარდნილი. არის ადამიანური რაღაცები, რაზეც პოლიტიკურად არ უნდა გააკეთო. იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა კაცი და იძახი, ის ადამიანი გადაიყვანეთ საავადმყოფოდან ციხეში - ჩვეულებრივი ადამიანის თვალით შეხედე, კაცი საავადმყოფოშია და ითხოვ ციხეში გადაიყვანეო, ამის მერე დედას ხომ შეგაგინებს.

ვისაც უნდა, რომ ციხეში გადაიყვანოს, ის არის გულღრძო ქოცი და გახარია იმისთვის არის კიდევ უფრო მეტი მოღალატე, ვიდრე სააკაშვილი არის მტერი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები