ბელგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია გამოყოფს 200 მილიონ ევროს ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ განაცხადა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელი იყო პრეზიდენტ  ზელენსკისთვის უფრო მეტი საბრძოლო მასალის მიწოდება რუსული აგრესორის მოსაგერიებლად.

”ჩვენ ვერასდროს შევძლებთ შედარებას იმ მსხვერპლთან, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს.

ბელგია დააფინანსებს ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროს ოდენობით. დამატებითი საბრძოლო მასალა ჩამოვა უახლოეს კვირებში”, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

ჩეხეთი უკრაინას უახლოეს პერიოდში 800 ათასს საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ინიციატივას მხარი დაუჭირა საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა. 

მსგავსი სიახლეები