22 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა სიცოცხლის დროინდელია.

“ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე. ყველა ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი", - განაცხადა პროკურორმა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. 

დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. 