სამტრედიაში ყოფილი მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს

სამტრედიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა სკოლის მშენებლობის დაწყებაა. 

როგორც აცხადებენ, 4 წლის წინ ავარიული სკოლა იმ პირობით დაანგრიეს, რომ მის ადგილას, 2 წელიწადში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო დაწესებულება იქნებოდა, თუმცა ადგილზე სამუშაოები არ დაწყებულა. 

"მეოთხე წელია, რაც ბავშვებს სკოლა არ აქვთ და გვპირდებიან 4 წლის განმავლობაში, რომ აქ სკოლა უნდა აშენდეს, მაგრამ ხედავთ, რაც არის აშენებული. ვითხოვთ, რომ შეგვხვდეს განათლების მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, რომ გაგვაგებინონ ბოლოს და ბოლოს სკოლა როდის უნდა გვეღირსოს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები