საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალშია. ბორჯღალოსნები ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 43:5 დაამარცხეს.

ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოდნენ, რომელიც მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.

ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. თასი 18-ჯერ "ბორჯღალოსნებმა“ (მათ შორის, ბოლო რვა გათამაშებაში ზედიზედ) მოიგეს, 6-ჯერ – რუმინელებმა.

ფინალი 17 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.