ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება იქცა 25 ოჯახის ბიზნესინტერესების და კორუფციული მიზნების შესრულების ინსტრუმენტად და არა უბრალო ადამიანების პრობლემების მომგვარებლად

"ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი თავის ქება-დიდებას, ამასობაში, სამწუხაროდ, ქვეყანაში დარჩენილი ახალგაზრდები ევროპასა თუ ამერიკაში გაქცევაზე ფიქრობენ და უკვე იქ მყოფ ახალგაზრდებს აქეთ გამოხედვაც არ სურთ. დაცლილია ქვეყანა, სადაც მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის ცხოვრება მხოლოდ უსამართლობასთან და უპერსპექტივობასთან ასოცირდება. ეს არის თქვენი პოლიტიკური მემკვიდრეობა“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა ამ პრობლემების მოგვარება კი არა, არამედ, პოლიტიკურ კორუფციის ჭაობში ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ჩაძირვაა. მისივე თქმით, მთელი ხელისუფლება 25 ოჯახის მომსახურე პერსონალად იქცა, მათი ბიზნესინტერესების, კორუფციული მიზნების შესრულების ინსტრუმენტად და არა უბრალო ადამიანების პრობლემების მომგვარებლად.

"მოკლედ, თავს იტყუებთ ან ჩვენი ხალხი გგონიათ სულელი, ყველამ იცის რომ დალხენილი ქვეყნიდან არავინ გარბის. გაჭირვებაა ის, რის გამოც ქვეყნიდან მიდიან. ამიტომ ამ მოცემულობის ფონზე ცხადია, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რომ მსგავსი პრობლემები გადაფაროთ, ყველაფერს გააკეთებთ რომ ამ ხალხს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩართული არიან ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და ემიგრაციიდან აკეთებენ ამას - ხმის უფლება წაართვათ, არ მიაღებინოთ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, გეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები