არმაზ ახვლედიანი - უნდა ვხვდებოდეთ, რომ კოორდინაციას ალტერნატივა არ გააჩნია

უნდა ვხვდებოდეთ, რომ კოორდინაციას ალტერნატივა არ გააჩნია, თუ დამარცხდება ყველა, დამარცხდება საბოლოო ჯამში, საქართველოში ევროპული განვითარების პერსპექტივა მრავალი წლით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ახლა მთავარი ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთი პოზიციის შენარჩუნებაა. 

"უნდა იყოს გაერთიანება იდეის ირგვლივ, რაც მისცემს საზოგადოებას იმის შესაძლებლობას, რომ იცოდეს, დღეს პოლიტიკური ოპოზიცია ერთი მხრივ, არის ერთიანი და მტკიცე  "ქართული ოცნების" გაშვების ამოცანის შესრულებაში და მეორე მხრივ იმაში, რომ აღარასდროს არ განმეორდეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაშვებული დრამატული შეცდომები სამართლის, სასამართლოს, დემოკრატიისა და სხვა ასეთი ფუნდამენტური პრობლემების მხრივ. ამის შესაძლებლობა დღეს გვაქვს, ეს კოორდინაცია შესაძლებელია, ამას სჭირდება მორატორიუმიც, რომ თავი დავანებოთ ერთმანეთზე თავდასხმებს, ახლა ამის დრო არ არის. 

ყველაზე მეტად, რითაც შეგვიძლია, ვაამოთ "ქართულ ოცნებას", სწორედ ერთმანეთის თავდასხმაში ყოფნაა. ასევე უნდა ვხვდებოდეთ, რომ კოორდინაციას ალტერნატივა არ გააჩნია, თუ დამარცხდება ყველა, დამარცხდება საბოლოო ჯამში, საქართველოში ევროპული განვითარების პერსპექტივა მრავალი წლით", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები