კულებამ რომის პაპს მიმართა - მოგიწოდებთ არ გაიმეოროთ შეცდომები და მხარი დაუჭიროთ უკრაინას

ვატიკანმა არ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომები, პირიქით, აუცილებელია უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერა სამართლიან ბრძოლაში მათი სიცოცხლისთვის, -  ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რომის პაპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს "თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა.

"ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლის ქვეშ ვცხოვრობთ, ვიღუპებით და ვიმარჯვებთ. სხვა დროშებს არასდროს აღვმართავთ.

მოგიწოდებთ, არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები და მხარი დაუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს სიცოცხლისთვის სამართლიან ბრძოლაში. ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთის მხარეს დგას სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში და არ შეეცადეთ დააყენოთ ისინი თანაბარ დონეზე და დაარქვათ "მოლაპარაკება“, - განაცხადა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა რომის პაპ ფრანცისკეს მშვიდობისთვის მუდმივი ლოცვისთვის.

"ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ევროპის გულში ორწლიანი დესტრუქციული ომის შემდეგ, პონტიფიკოსი იპოვის შესაძლებლობას განახორციელოს სამოციქულო ვიზიტი უკრაინაში, რათა მხარი დაუჭიროს მილიონზე მეტ უკრაინელ კათოლიკეს, ხუთ მილიონზე მეტ ბერძენ კათოლიკეს, ყველა ქრისტიანს და ყველა უკრაინელს“, - განაცხადა კულებამ.

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც "უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, ეყოფა გამბედაობა აღმართოს თეთრი დროშა და მოლაპარაკებები აწარმოოს".

ვატიკანმა უკვე გააკეთა განმარტება პონტიფიკოსის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რომის პაპი კიევის კაპიტულაციას კი არ გულისხმობდა, არამედ მხოლოდ დიალოგს მოლაპარაკებების გზით.

მსგავსი სიახლეები