თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრედ ნიკოლსონი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ გენერალს აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მხარეებმა აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმდინარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში სარდლობის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები