ონის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს

მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოქალაქეებთან შეხვედრას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებთან მერის შეხვედრა რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად მოსახლეობის ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს.

სერგი ხიდეშელის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა ადგილობრივების მიერ წამოჭრილი პრობლემატური საკითხები, შესაძლო მოკლე ვადაში მოგვარდეს. ხოლო, მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას.

"მიმდინარე წელს მოქალაქეების მხრიდან შემოსულია სხვადასხვა სახის განცხადებები, როგორიცაა სტატუსის მინიჭება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე მოთხოვნები, რომლის ასახვაც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ დოკუმენტში ხდება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები