ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზისგან" ადეკვატური კომპენსაციის გადახდას მოითხოვს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მეორე დღეა, საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" ადეკვატური კომპენსაციის გადახდას სთხოვენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი კერძო საკუთრების ქვეშ მიწის სიღრმეში კომპანია, წლები მანგანუმს მოიპოვებდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ეზოები დაიმეწყრა.

"ფაქტობრივად, სოფელი არის კატასტროფის წინაშე, საცხოვრებელი სახლები ჰაერშია.  მოსახლეობის ნაწილს აძლევენ 5-10 ათას ლარს, როცა საცხოვრებელზეა საქმე. რა წუთში ჩავარდება სოფელი არავინ არ იცის.

ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია აქ, მაგრამ ახლა შეუქცევადი გახდა. ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდეს.

კომპანიამ დაგვირღვია ყველანაირი ხელშეკრულების პირობები. მოთხოვნა გვქონდა კომპანიასთან, რომ ზარალი აენაზღაურებინა, მაგრამ ერთი ლარიც კი არ მოუცია", - აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებს კომპანიამ წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ ადგილობრივებს კომპენსაცია უკვე აღებული აქვთ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები