ნიკა გვარამია - ესენი მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის იმაზე, მელია იქნება წინ თუ გვარამია

ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ქვეყანა და თუ  ვიძლევით დაპირებას, რომ პარლამენტმა უნდა მართოს ქვეყანა, მაშინ პარტია თუ არ მართავს პარლამენტს, ეს დაპირება იქნება ფუჭი და ტყუილი, - ამის შესახებ პარტია "ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, მის პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, მათ შორის იმ საკითხსაც,  თუ რომელი იქნება წინ, გვარამია თუ მელია. 

"ჩემთვის ჩემი და ნიკას თანათავმჯდომარეობა ეს არის რამდენიმე ფორმალური, მნიშვნელოვანი, მაგრამ ხელმოწერით გასატარებელი საკითხი. 

ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ქვეყანა და თუ  ვიძლევით დაპირებას, რომ პარლამენტმა უნდა მართოს ქვეყანა, მაშინ პარტია თუ არ მართავს პარლამენტს, ეს დაპირება იქნება ფუჭი და ტყუილი. 

ამ პარტიაში არიან ადამიანები, ვინც იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები და ვინც არის წარმატებული, შემდგარი. მათ არ სჭირდებათ ნიკა გვარამიას და მელიას ფანკლუბის წევრობა, მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, მოახმარონ თავისი ცოდნა, უნარები, ენერგია ამ ქვეყანას და არა მარტო შეცვალონ ხელისუფლება, არამედ წინ წაიყვანონ ეს ქვეყანა და მართონ. 

აქ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია იყოს მთავრობის წევრი, მაგალითად, მართოს ჯანდაცვა - ანი ქავთარაძე, შეუძლია მას ეს. ესენი მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის იმაზე, მელია იქნება წინ თუ გვარამია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები